ილიაუნის ბიბლიოთეკა - სასწავლო კვლევითი სივრცე - ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.

დეტალური ინფორმაცია ელექტრონული რესურსების შესახებ იხილეთ აქ.
ილიაუნის ბიბლიოთეკა მომხმარებელს ემსახურება 8 სამკითხველო და 2 კომპიუტერული დარბაზით.
დეტალური ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ იხილეთ აქ
ბიბლიოთეკის დირექტორი - თეო ყაველაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий