ოთხველიანი “ევროპული” ფარი
პირველ, ბორდოსფერ ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს აღნიშნავს. წიგნებზე აწერია ის სამი თავისუფლება, რაც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.
მეორე ველზე დიდი ბორდოსფერი, სწორი ჯვარია მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბორდოსფერივე ბოლნურ-კაცხური ჯვრით. გერბზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.
მესამე ველზე ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.
მეოთხე, ბორდოსფერ ველზე სამი ბორდოსფერი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოვლებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს.
საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთა ლათინური წარწერით LIGAMUS - ქართულად “ჩვენ ვაერთიანებთ”, გამოხატავს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს ის სტუდენტებსა და საზოგადოებას.

Комментариев нет:
Отправить комментарий